საწყობის ქირაობა თბილისში
უსაფრთხო სასაწყობე კონტეინერები

საწყობის ქირაობა ფიქსირებულ ფასად: ნივთების შესანახი კონტეინერი პირადი ნივთების, ავეჯის ან ბიზნეს საქონლისთვის.

  • 30 კვ.მეტრამდე სივრცე: ფართო და ტევადი სათავსოები
  • Drive-Up წვდომა: მიაყენეთ ავტომობილი პირდაპირ კართან
  • 24/7 დაცვა: ვიდეო კამერები და დაცვა ტერიტორიაზე
  • სრული ავტონომია: წვდომა ნებისმიერ დროს საკუთარი გასაღებით
300 ₾ / თვეში (დღგ-ს ჩათვლით)
საწყობის ქირაობა თბილისში — Safe Storage-ის 40-ფუტიანი სასაწყობე კონტეინერი ნივთების შესანახი კონტეინერები Safe Storage-ის ტერიტორიაზე, ფონიჭალა
Drive-Up ლოგისტიკა

მიაყენე სატვირთო პირდაპირ კონტეინერის კართან. ტერიტორია იდეალურია დიდი მანქანებისთვის.

მარტივი წვდომა

შენი ტვირთი, შენი წესები. მიიღე წვდომა ნებისმიერ დროს შეფერხების გარეშე.

24/7 დაცვა

ტერიტორია დაცულია 24/7-ზე ცოცხალი დაცვით, უსაფრთხოების კამერებითა და განათებით.

100% ჰერმეტული

სრულად დაცული ნალექისა და ტენიანობისგან. შენი ნივთები ყოველთვის მშრალად ინახება.

მარტივი ლოგისტიკა

ტრადიციული საწყობები
წარსულს ჩაბარდა.

აღარ გჭირდებათ ვიწრო დერეფნებში სიარული, ნივთების ხელით თრევა და დროის კარგვა.
ჩვენი Drive-Up სისტემა გაძლევთ საშუალებას, სატვირთო ავტომობილით პირდაპირ კონტეინერის კართან მიხვიდეთ — სწრაფად, მარტივად და ნებისმიერ დროს.

TECHNICAL SPECIFICATIONS

კონტეინერის გაბარიტები და მოცულობა

პრემიუმ High Cube ფოლადის კონტეინერის ძირითადი ზომები და ტექნიკური მონაცემები

12.03 მ სიგრძე
2.70 მ სიმაღლე
76.3 მ³ შიდა მოცულობა
28.2 კვ.მ იატაკის ფართობი

შიდა ზომები

სიგრძე12.03 მ
სიგანე2.35 მ
სიმაღლე2.70 მ

მოცულობა და ტევადობა

შიდა მოცულობა76.3 მ³
იატაკის ფართობი28.2 კვ.მ
ევროპალეტების ტევადობა24–25 ერთეული

შექმნილია სხვადასხვა საჭიროებისთვის

შეარჩიეთ თქვენი მიმართულება და გაეცანით პირობებს დეტალურად

საოჯახო ნივთები და ავეჯი რემონტის დროს ფიზიკური პირებისთვის

ავეჯის და ნივთების შენახვა

იდეალურია რემონტის ან გადასვლის დროს მთელი ბინის ავეჯისა და ტექნიკის უსაფრთხოდ დასაბინავებლად.

საბურავების შენახვა — სეზონური საბურავები და ავტონაწილები საწყობში სეზონური

ავტონაწილები და საბურავები

დიდი მოცულობის სათადარიგო ნაწილების, სეზონური საბურავებისა და დანადგარების სუფთა სივრცეში განსათავსებლად.

იმპორტიორები და დისტრიბუტორები საწყობში ბიზნესისთვის

იმპორტიორები და დისტრიბუცია

ტვირთის დროებითი ან ხანგრძლივი განთავსება. სატვირთო ავტომობილის Drive-Up წვდომა პირდაპირ კართან.

ონლაინ მაღაზიის მარაგების მართვა E-Commerce

E-commerce (ონლაინ მაღაზიები)

მოქნილი სასაწყობო ფართი მარაგების ოპერატიული მართვისთვის. 24–25 ევროპალეტის ტევადობა ზედმეტი ხარჯების გარეშე.

სამშენებლო ინვენტარი და მასალები

სამშენებლო კომპანიები

ძვირადღირებული ინსტრუმენტების, სამშენებლო მასალებისა და დანადგარების დაცულად დასაბინავებლად.

სასტუმროს და რესტორნის სეზონური ავეჯი

სეზონური ინვენტარი (HORECA)

სასტუმროებისა და რესტორნების საზაფხულო ავეჯის, გათბობის სისტემებისა და ტექნიკის უსაფრთხოდ შესანახად.

ფასისა და სივრცის შედარება

ერთი და იგივე სივრცე. სრულიად განსხვავებული ფასი.

შეადარეთ 76.3 მ³ ტვირთის შენახვის ღირებულება ჩვენთან და სხვა საწყობებში.

✓ საუკეთესო არჩევანი
ჩვენთან

Safe Storage

40-ფუტიანი კონტეინერი

76.3 მ³ პირადი, ჩაკეტილი სივრცე
₾300
/ თვე
ფიქსირებული ფასი — მოცულობის მიუხედავად
  • 300 ₾ ფიქსირებული ფასი

    ტვირთის დამატებისას გადასახადი არ იზრდება

  • Drive-Up წვდომა

    მანქანა პირდაპირ კონტეინერის კართან

  • 24/7 წვდომა

    დაცული და ვიდეომონიტორინგის ტერიტორია

სხვა საწყობებში

მინი-საწყობი

ჩვეულებრივი სათავსო

76.3 მ³ იგივე მოცულობა
₾1,526
/ თვე
საშუალოდ 20 ₾ / მ³
  • 1,226 ₾-ით მეტი თვეში

    იგივე 76.3 მ³ სივრცისთვის

  • რთული ლოგისტიკა

    დერეფნები, ლიფტები და ხელით გადატანა

  • ფასი იზრდება მოცულობასთან ერთად

    მეტი ტვირთი — მეტი გადასახადი

თქვენი პოტენციური დანაზოგი 1,226 ₾ / თვე
14,712 ₾ წელიწადში

ხშირად დასმული კითხვები საწყობის ქირაობაზე

ჩვენი კონტეინერები არის 40 ფუტიანი High Cube ტიპის. იატაკის ფართობი შეადგენს 28.2 კვ.მ-ს, ხოლო შიდა სიმაღლე 2.7 მეტრია, რაც ჯამში გაძლევთ უზარმაზარ — 76.3 კუბურ მეტრ მოცულობას.

ერთი კონტეინერის ქირაობის ფასია თვეში - 300 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

კონტეინერის ქირაობის მინიმალური ვადა 1 თვეა. ჩვენ გთავაზობთ სრულად მოქნილ პირობებს, შესაბამისად შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც მოკლევადიანი, ისე მრავალწლიანი იჯარით.

დიახ, ტერიტორია სრულად დაცულია 24/7-ზე. ფუნქციონირებს ობიექტის ფიზიკური დაცვა, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ვიდეოკამერები და ტერიტორია ღამით სრულად განათებულია.

თქვენს ტვირთთან წვდომა გაქვთ 24/7-ზე, კვირაში 7 დღე. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ, გახსნათ თქვენი კონტეინერი და გადაზიდოთ ტვირთი.

არა, ჩვენი საზღვაო კონტეინერები სრულად ჰერმეტული და წყალგაუმტარია (Wind and Water Tight). ისინი საიმედოდ იცავენ თქვენს ნივთებს წვიმის, თოვლისა და მტვრისგან.

უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია: ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური ან ქიმიურად საშიში ნივთიერებების, მალფუჭებადი პროდუქტების, ცოცხალი ცხოველებისა და ნებისმიერი სხვა, კანონით აკრძალული ნივთიერების ან ნივთის განთავსება.

Safe Storage-ში შეგიძლიათ იქირაოთ პირადი საწყობი თბილისში, ფონიჭალაში — 40-ფუტიანი ნივთების შესანახი კონტეინერი 76.3 მ³ მოცულობით, 300 ლარად თვეში. სატვირთო მანქანა პირდაპირ კონტეინერის კართან მიდის, ტერიტორია 24/7 დაცულია. დასაჯავშნად დარეკეთ: 571 30 30 73.

დაგვიკავშირდით

გაქვთ კითხვები ან გსურთ კონტეინერის დაჯავშნა? დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი გზით.